kaka
მთავარიჩვენ შესახებპროექტებისიახლეებისერვისებიკონტაქტიარბორიგრინიბლუ

დაგვიკავშირდი:

+995 577 22 47 47

გამოგვყევი:

0  /  100

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები

 

შესავალი

 

ეს დოკუმენტი ("წესები და პირობები" ან "ხელშეკრულება") განსაზღვრავს პირობებს, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდით https://realpalace.ge/ ("ვებ-გვერდი") სარგებლობას. ვებ-გვერდი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, შპს „რეალ პალას დეველოპმენტის” (ს/ნ 445499620, შემდგომში „კომპანია“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) საკუთრებას.

 

გთხოვთ, ვებ-გვერდით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს. ვებგვერდზე შემოსვლით ან/და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით, გაიგეთ და ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს,  მათ შორის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებს. თქვენ ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენს მიერ ვებგვერდით სარგებლობა. თუ არ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ვებ-გვერდის გამოყენებისგან.

 

ტერმინთა განმარტება

 

ამ წესებისა და პირობების მიზნებისთვის:

  • კომპანია: გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომპანიას, შპს „რეალ პალას დეველოპმენტს’’ (ს/ნ 445499620).
  • ვებ-გვერდი: გულისხმობს ვებ-მისამართზე https://realpalace.ge/ განთავსებულ ციფრულ პლატფორმას, რომელიც ემსახურება კომპანიის სამშენებლო პროექტების, აქციების, პირობებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენას.
  • მომხმარებელი: გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც იძენს წვდომას ვებ-გვერდზე და იყენებს მის სერვისებსა და ინფორმაციას.

·       პერსონალური მონაცემები: გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად პირს.

  • წესები და პირობები: გულისხმობს წინამდებარე დოკუმენტს, ასევე მისი ნებისმიერ დანართსა და შემადგენელ ნაწილს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.
  • ხელშეკრულება: გულისხმობს წინამდებარე დოკუმენტს ("ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები").
  • პროექტები/კომპლექსები: გულისხმობს შპს რეალ პალასის მიერ აშენებულ ან ასაშენებელ მრავალფუნქციურ კომპლექსებსა და სამშენებლო პროექტებს.

 

მომხმარებლის ვალდებულებები

 

ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ და თანხმდებით შემდეგზე:

 

  • ხართ სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) ქმედუნარიანი პირი (თუ ფიზიკური პირი ხართ) ან სათანადოდ უფლებამოსილი პირი, თუ იურიდიული პირის სახელით მოქმედებთ.
  • განუხრელად დაიცავთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს.
  • თუ ვებ-გვერდის მეშვეობით (მაგალითად, საკონტაქტო ფორმის გამოყენებით) გვაწვდით რაიმე სახის ინფორმაციას, წარმოადგენთ ზუსტ და უტყუარ მონაცემებს.
  • არ გაასაღებთ თავს სხვა პირად ან არ გამოიყენებთ სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან/და მისი ფუნქციონალის გამართულ მუშაობას.
  • არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას, ასევე უკანონო რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მისი საშუალებების მეშვეობით.
  • ვებგვერდს არ გამოიყენებთ არასასურველი სპამის ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი უკანონო რეკლამის შესაქმნელად.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან ამ წესებით.

·       არ გამოიყენებთ ვებ-გვერდს ან მის შინაარსს კომერციული მიზნებისთვის კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

·       არ მოახდენთ ისეთი ავტომატური ან სხვა საშუალებების გამოყენებას, რამაც შესაძლოა საფრთხეშეუქმნას კომპანიის ვებ-გვერდის უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობას.

 

ინფორმაციის სიზუსტე და განახლება

 

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია სამშენებლო პროექტების, აქციების, პირობებისა და ფასების შესახებ მოწოდებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. კომპანია ცდილობს უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და აქტუალურობა, თუმცა, სამშენებლო სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფორმაცია (მაგალითად, ტექნიკური მახასიათებლები, ვადები, ფასები, აქციების პირობები) შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

 

კომპანია არ იძლევა სრულ გარანტიას ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივ, აბსოლუტურ სიზუსტეზე და აქტუალურობაზე, მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია. აღნიშნული არ წარმოადგენს დადასტურებას და გარანტიას, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, უტყუარი და შესაფერისი მისი ნებისმიერი გამოყენებისთვის. შესაბამისად, ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პირად რისკს დაკომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით დამდგარ ზიანზე. ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ დაუკავშირდეთ კომპანიის წარმომადგენლებს. ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით კომპანიის შებოჭვის საფუძველს.

 

თუ თქვენ გვაწვდით რაიმე ინფორმაციას ვებ-გვერდის საშუალებით (მაგალითად, საკონტაქტო ფორმების გამოყენებით), თქვენ ვალდებული ხართ წარმოადგინოთ ზუსტი და უტყუარი მონაცემები და დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას ამ მონაცემების ცვლილების შესახებ.

 

ბმულები მესამე მხარის ვებგვერდებზე

 

კომპანია უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, რომლებსაც არ ვმართავთ ჩვენ (მაგალითად, პარტნიორი ბანკების, სარეკლამო პლატფორმების ან სოციალური მედიის ბმულები), თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

 

მესამე მხარის ბმულზე დაჭერა გადაგამისამართებთ მესამე მხარის საიტზე. ასეთ შემთხვევაში, იმ საიტის გამოყენების პირობები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ/მოქმედ წესებსა და პირობებს. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მესამე მხარის საიტების ან სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან პრაქტიკაზე.

 

პასუხისმგებლობა

 

კომპანია იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიმართ უშუალო ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია კომპანიის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით. კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია ისეთი ზიანისთვის, რაც გამოწვეული არ არის კომპანიის ბრალეული ქმედებით ან ფორს-მაჟორული სიტუაციით.

 

კომპანიის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ მომხმარებელი თავად გაუმჟღავნებს მესამე პირ(ებ)ს მის პირად მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ვებ-გვერდის რომელიმე ფუნქციონალზე წვდომისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგ., საკონტაქტო ფორმის მონაცემები).
  • ნებისმიერ ზიანზე ან დანაკარგზე, რაც გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებელი ხარვეზის/შეცდომის, მომხმარებლის მხრიდან არასწორი ქმედების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შედეგად.
  • თუ ვებ-გვერდზე წვდომა შეუძლებელია ტექნიკური შეფერხების, ან კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზით (იხილეთ აგრეთვე განყოფილება "შესაძლო ხარვეზები").
  • კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას ვებ-გვერდზე და ინფორმაციის მიწოდებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არ გასცემს სხვა ისეთ არავითარ გარანტიას ან დაპირებას, აგრეთვე არ იღებს სხვა ისეთ ვალდებულებას, რომელიც არ არის მითითებული ამ წესებსა და პირობებში.
  • კომპანია არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი მუდმივად, ნებისმიერი სახის შეფერხების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი და იმუშავებს შეფერხების ან პროგრამული შეცდომის/ხარვეზის გარეშე.
  • კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ვებ-გვერდის ან მისი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს. ასევე სრულად და მხოლოდ მომხმარებლის რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული ან ტექნიკური მოდულის გაუმართავობა.

 

აკრძალვები ვებგვერდის გამოყენებისას

 

ვებ-გვერდის გამოყენებისას, მომხმარებელს ეკრძალება:

  • უკანონო/თაღლითური ქმედების განხორციელება, ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ან ზიანს აყენებდეს კომპანიის საქმიან რეპუტაციას.
  • ვებგვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის (ვირუსები, მავნე კოდები და ა.შ.) მეშვეობით.

·       ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, დიზაინის, სტრუქტურის ან სხვა კომპონენტების კოპირება, გავრცელება, გადაცემა, რეპროდუცირება, მოდიფიცირება, ადაპტირება, საჯარო ჩვენება, გამოქვეყნება ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევებისა ან პირადი, არაკომერციული გამოყენებისა.

·       ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის პროდუქტის რეკლამირების, ინტერესის გაზრდის და შედარების მიზნებისთვის კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯაროდ.

·       დაუშვებელია ვებ-გვერდის ან მისი შინაარსის ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს კომპანიასთან, მის პროექტებთან, სერვისებთან ან რომელიმე პარტნიორთან მიმართებით.

 

ინტელექტუალური საკუთრება

 

ვებგვერდი, მისი შინაარსი (მათ შორის ტექსტები, ვიზუალიზაციები, ფოტოები, გეგმები, ესკიზები), სტრუქტურა და დიზაინი დაცულია საავტორო უფლებებით და წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. მათზე სრულად ვრცელდება კომპანიის საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.

 

აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით გამოყენება კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა ან პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის გამოყენებისა.

 

დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, ესკიზის, ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტის არაავტორიზებული ან არამართლზომიერი გამოყენება, ასევე ისეთი გამოყენება, რამაც შეიძლება მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს კომპანიასთან ან მის პროექტებთან მიმართებით.

 

ცვლილებები და დამატებები

 

კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე წესებსა და პირობებში, ვებ-გვერდის გამოყენების თაობაზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა მომხმარებლის დამატებითი თანხმობის და წინასწარი შეტყობინების გარეშე. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი, სტრუქტურა და მასზე განთავსებული ინფორმაცია.

 

კომპანია არ იღებს ვალდებულებას ყოველი ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნაზე. განხორციელებული ცვლილებები ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებ-გვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავება

 

ვებ-გვერდით სარგებლობისას, კომპანია შესაძლოა ახორციელებდეს თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას.

 

მონაცემთა შეგროვების პრინციპები და ტიპები:

·       კომპანია თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია კონკრეტული და კანონიერი მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები: როდესაც იყენებთ ვებ-გვერდზე არსებულ საკომუნიკაციო საშუალებებს, როგორიცაა საკონტაქტო ფორმები ან პირდაპირი შეტყობინების ფუნქციები, ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც ნებაყოფლობით გვაწვდით თქვენი მოთხოვნის ან კომენტარის ფარგლებში.
  • ვებ-გვერდის გამოყენების მონაცემები („ელექტრონული ნაკვალევი“): ჩვენ შესაძლოა ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს (მაგალითად, სტატისტიკური მონაცემები). ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი მოწყობილობის IP მისამართს, ბრაუზერის ტიპს, გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ, ვიზიტის დროსა და თარიღს, გვერდებზე გატარებულ დროს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს. ეს მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას კომპანიისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით შესაძლოა გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები (Cookies) და მსგავსი ტექნოლოგიები.

 

მონაცემთა დამუშავების მიზნები:

თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად და თქვენი მოთხოვნების დასამუშავებლად.
  • თქვენთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის ინფორმაციის, შეთავაზებების, აქციების ან სიახლეების გამოსაგზავნად, თუ თქვენ ამაზე თანხმობას აცხადებთ.
  • მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ვებ-გვერდის მუშაობის გაუმჯობესებისთვის.
  • ჩვენი ვებ-გვერდის ფუნქციონალის გასაუმჯობესებლად, მომხმარებლის გამოცდილების ანალიზისთვის და ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის.
  • ვებ-გვერდის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
  • სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

მონაცემთა შენახვა და დაცვა:

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ხანგრძლივობით, რაც აუცილებელია ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა.

 

თქვენი პერსონალური მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. ჩვენ ვიღებთ ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს დაცული არასანქცირებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან ან განადგურებისგან. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით მონაცემთა გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის სრულად უსაფრთხო.

 

კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების კომპანიისთვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე ან ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით, თუ მომხმარებელი ამ გზას ირჩევს), აგრეთვე იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო ან გაავრცელა.

 

მონაცემთა გაზიარება:

ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ეს შეიძლება მოიცავდეს:

  • სერვისის მომწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან ვებ-გვერდის მუშაობაში, მონაცემთა ანალიზში, მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელებაში (თუ თანხმობას აცხადებთ) ან სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულებაში. ეს სუბიექტები ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენი მონაცემები და დაამუშაონ ისინი მხოლოდ ჩვენი მითითებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები ან სხვა მესამე პირები, თუ კანონმდებლობით პირდაპირ არის გათვალისწინებული მონაცემთა გამჟღადნების ვალდებულება (მაგალითად, სასამართლოს ან სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით).
  • ბიზნეს გადაცემის შემთხვევაში (მაგ., შერწყმა, შეძენა), თქვენი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს ახალ მფლობელს.

 

თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაგაჩნიათ გარკვეული უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, კერძოდ:

  • მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაზუსტება.
  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის.
  • მიიღოთ კანონით გათვალისწინებული ზომები თქვენი უფლებების დასაცავად.

ამ უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ წესებში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

 

მოქმედი კანონმდებლობა და დავები

 

მიუხედავად მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილისა, ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობებირეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ყველა იმ საკითხისდასარეგულირებლად, რასაც არ მოიცავს წინამდებარე წესები და პირობები, გამოიყენება საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

 

კომპანიასთან არსებული ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით. დავის მოლაპარაკების გზითმოუგვარებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა განსახილველად დასაბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა შესაბამისი იურისდიქციის მქონე საქართველოსსასამართლოს.

 

შესაძლო ხარვეზები

 

ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

·                აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობისგაუმართაობით;

·                პროგრამების გაუმართაობით;

·                სისტემის გადატვირთულობით;

·                ელექტროენერგიის, ინტერნეტის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ანნაწილობრივი შეფერხებით;

·                ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივიგაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;

·                მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ანადამიანის სხვაგვარი ჩარევით;

·                ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არარის კომპანიის მიერ კონტროლირებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ანთუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, შესაძლოა სერვისებით (მაგ., საკონტაქტო ფორმით სარგებლობა) სრულად ან შეუფერხებლად ვერ ისარგებლოთ. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ გაითვალისწინოთ შესაძლო რისკები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებებისმიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზეპასუხიმგებელი ხართ თქვენ.

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

 

წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებისთანავე და მოქმედებს იმ დროის განმავლობაში, რა დროსაც მომხმარებელი იყენებს ვებ-გვერდს.

 

კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ან შეაჩეროს პირის ვებგვერდით სარგებლობა, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს.

 

გარდამავალი დებულებები

 

წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ წესები და პირობები შედგენილია მისთვის გასაგებ ენაზე და იგი სრულად აცნობიერებს აღნიშნულით დადგენილი ნორმების შინაარს.

 

წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვანაწილების ბათილობას.

 

ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობის მიხედვით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

წინამდებარე წესებთან და პირობებთან, ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან ან პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით ელ-ფოსტაზე: info@realpalace.ge.

 

პროექტების, აქციების და შემოთავაზებების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გამოიყენოთ ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო საშუალებები ან დაუკავშირდით კომპანიის გაყიდვების ოფისს.

 

ამ ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით წინამდებარე გამოყენების წესებსა და პირობებს.