16 აგვისტოს, კვარიათში, რეალ პალასის საზაფხულო კამპანიის ღონისძიება გაიმართება.
ზაფხული ზღვის პირას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებითაა სავსე – მზე, ზღვის სურნელი და დასვენებისა და თავისუფლების განცდა. სწორედ ამ ატმოსფეროში გადავწყვიტეთ Real Palace-ის ახალი კამპანიის –Sunset-ის განხორციელება, რომელიც გარდა საინტერესო აქტივობებისა, ამავდროულად ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ ღირებულებებს: სიმყარეს, სანდოობას და კომფორტს.
16 აგვისტოს, კვარიათში, რეალ პალასის მიერ მოწყობილ სანაპიროზე, აღნიშნული კამპანიის ღონისძიება გაიმართება, რომელიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობებითა და საჩუქრებით იქნება სავსე.
აქტივობების ფარგლებში, სანაპიროზე მოსულ დამსვენებლებს დილის საათებში დაგხვდებათ საბავშვო აქტივობა "პეპელა"-ს სათამაშოებთან ერთად, დღის მეორე ნახევარში კი დამსვენებლების განწყობაზე იზრუნებს DJ და გიმასპინძლებთ Krombacher Spezi-სთან კოლაბორაციით შექმნილ "ღირსშესანიშნავ კოქტეილს".
ამასთან ერთად, დაგხვდებათ Giffer-ის აპარატი და სახალისო აქტივობებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში გექნებათ Krombacher Spezi-ს refill ჭიქა, რომლითაც მიიღებთ ულიმიტო “ღირსშესანიშნავ კოქტეილს”.
16 აგვისტო

კვარიათი, კაფე ცილინდრები.