თუ გსურთ კონსულტაცია ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეავსეთ ფორმა ან შეუკვეთე ზარი
ზაფხული ზღვის პირას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებითაა სავსე – მზე, ზღვის სურნელი და დასვენებისა და თავისუფლების განცდა. სწორედ ამ ატმოსფეროში გადავწყვიტეთ Real Palace-ის ახალი კამპანიის –Sunset-ის განხორციელება, რომელიც გარდა საინტერესო აქტივობებისა, ამავდროულად ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ ღირებულებებს: სიმყარეს, სანდოობას და კომფორტს.
გვსურს და გვჯერა, რომ ეს კამპანია მხოლოდ რეკლამა არ იქნება – ის გახდება ემოცია, გამოცდილება, რომელიც ყველგან იგრძნობა. კამპანიის მთავარი მესიჯი – “სტანდარტი რომელსაც ყველგან გრძნობ” – ხაზს უსვამს ბრენდის უნიკალურობას და მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რომელსაც აქამდე მომხმარებელი, მხოლოდ ჩვენს მიერ აშენებულ შენობებში გრძნობდა, ახლა კი ამ სტანდარტს მათ გარემოსა და ატმოსფეროშიც იგრძნობენ.
კამპანიის მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, თუმცა ეს არ ხდება ტრადიციული გზებით. აქ ყურადღება გამახვილებულია ემოციური ასოციაციების შექმნაზე – იმაზე, რომ Real Palace-ს მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე არ აქვს შესაქმნელი, არამედ ატმოსფერო, სადაც ყოველი წამი დაუვიწყარია. სწორედ ამიტომ, კამპანია მიმართულია იმაზე, რომ სანაპირო სივრცე და სოციალური მედიის პლატფორმები ერთგვარად შეერწყას ერთმანეთს და გაავრცელოს დადებითი ემოციები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აქტივობებსაც. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, საბავშვო და გამაჯანსაღებელი აქტივობები, რომლებიც ყველა ასაკისა და ინტერესის ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, გაატაროს დრო აქტიურად და სასიამოვნოდ. ეს ღონისძიებები შექმნილია იმისთვის, რომ Real Palace-ის სივრცე მხოლოდ დასვენების კი არა, გაჯანსაღებისა და ენერგიის აღდგენის ადგილადაც იქცეს.
აქტივობა განთავსდება როგორც ბათუმის ასევე კვარიათის სანაპიროზე. კვარიათის სანაპიროზე განთავზებული იქნება ღია ბარი, რომელშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ რეალ პალასის Special ღირსშესანიშნავი კოქტეილი. ბარის წინ მოწყობილი იქნება მოსასვენებელი, კეთილმოწყობილი სივრცე. ასევე აღნიშნულ სანაპიროზე გაიმართება სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობები რაც დამსვენებლებს იქ ყოფნას უფრო მეტად გაუხალისებს.
Real Palace Sunset მხოლოდ საზაფხულო კამპანია არ არის. ეს არის ნარატივი, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სტილს, ხარისხს და ზაფხულის თავგადასავლებს.