თუ გსურთ კონსულტაცია ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეავსეთ ფორმა ან შეუკვეთე ზარი
Real Palace ბათუმში ახალ საცხოვრებელ პროექტს იწყებს. 33-სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე აშენდება - ახალი ბულვარიდან მხოლოდ 300 მეტრში.
პროექტი შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე სტანდარტის საცხოვრებელ გარემოს, ზღვის სიახლოვეს და აფასებს როგორც კომფორტულ ცხოვრებას, ისე უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს.
ყველა ბინა მფლობელს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება, რაც შესაძლებლობას იძლევა ინტერიერი ინდივიდუალური საჭიროებებისა და გემოვნების შესაბამისად მოეწყოს.
პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს:
• ინდივიდუალურ გათბობას;
• გამწვანებულ ეზოს;
• 5-დონიან პარკინგს;
• რესეფშენს;
• 24/7 დაცვასა და ვიდეომონიტორინგს;
• KLEEMANN-ის 4 ლიფტს გენერატორებით.
პროექტში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის ბინები:
• სტუდიო - 32.8 მ²-დან;
• 1-საძინებლიანი - 53 მ²-დან;
• 2-საძინებლიანი - 78 მ²-დან;
• 3-საძინებლიანი - 84.1 მ²-დან.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.
თუ გსურთ, პროექტის შესახებ ინფორმაცია პირველებმა მიიღოთ, შეავსეთ ფორმა და დაჯავშნეთ სასურველი ბინა - https://shorturl.at/1hHyL