თუ გსურთ კონსულტაცია ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეავსეთ ფორმა ან შეუკვეთე ზარი
Real Palace-ის მიმდინარე პროექტებში ბინის შეძენის შემთხვევაში, განსაკუთრებული შეთავაზება გელოდება - 5-დღიანი დასვენება მწვანე კონცხზე, ბუნებით გარემოცულ Calligraphy Hotel-ში.
ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად გადადგა ნაბიჯი საკუთარი მომავლისკენ და საჩუქრად მიიღო დასვენება, რომელიც სიმშვიდესა და განტვირთვას გაჩუქებს.
🏡 Real Palace დღეს ოთხ განსხვავებულ საცხოვრებელ პროექტს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა ცხოვრების სტილსა და საჭიროებას პასუხობს:
📍 Arbour - თბილისი, საბურთალო
ურბანული ცხოვრება გამწვანებულ გარემოში, კომფორტული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე არქიტექტურით.
📍 Alto - თბილისი, დიდი დიღომი
ახალი საცხოვრებელი სივრცე მათთვის, ვინც განვითარებად უბანში ცხოვრებასა და კომფორტულ პირობებს ანიჭებს უპირატესობას.
📍 Green - მწვანე კონცხი
პროექტი ზღვისა და ბუნების უნიკალური სინთეზით, სადაც ყოველდღიურობა სიმშვიდესა და ჯანსაღ გარემოს უკავშირდება.
📍 Blue - ბათუმი, ახალი ბულვარი
საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე, ახალი ბულვარის მიმდებარედ.
თითოეულ პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა ფართობისა და გეგმარების ბინები, რაც შესაძლებლობას გაძლევს, შეარჩიო როგორც საკუთარი საცხოვრებლისთვის, ისე საინვესტიციო მიზნებისთვის ყველაზე შესაბამისი ვარიანტი.
Real Palace-ში ჩვენ გვჯერა, რომ ბინის შეძენა მხოლოდ უძრავი ქონების არჩევა არ არის - ეს არის ინვესტიცია ცხოვრების ახალ ეტაპში. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ შეთავაზებას, რომელიც ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
შეარჩიე სასურველი პროექტი, დაჯავშნე ბინა და მიიღე 5-დღიანი დასვენება Calligraphy Hotel-ში - მწვანე კონცხის უნიკალურ გარემოში.