თუ გსურთ კონსულტაცია ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეავსეთ ფორმა ან შეუკვეთე ზარი
ბოლო წლებში ბათუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების განვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელობა აქვს გარემოს, სივრცეს, ბუნებასთან სიახლოვეს და იმ გამოცდილებას, რომელსაც კონკრეტული ლოკაცია ყოველდღიურად ქმნის. სწორედ ამ მიზეზით, მწვანე კონცხი დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მზარდ საინვესტიციო მიმართულებად ყალიბდება.
მწვანე კონცხის მთავარი ღირებულება მისი უნიკალური მდებარეობაა - ზღვის, ბუნებისა და ბოტანიკური ბაღის სიახლოვე ქმნის გარემოს, რომელიც ქალაქის აქტიურ რიტმს ბუნებრივ სიმშვიდესთან აბალანსებს. განსხვავებით გადატვირთული ურბანული ზონებისგან, აქ სივრცე ინარჩუნებს ჰაეროვანობას, სიმწვანეს და ცხოვრების მშვიდ ტემპს, რაც თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
სწორედ ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული Green by Real Palace - პროექტი, რომელიც ლოკაციის ბუნებრივ უპირატესობებს გააზრებული არქიტექტურითა და დაბალი განაშენიანების პრინციპით აერთიანებს.
დღეს, როდესაც ზღვისპირა პროექტების დიდი ნაწილი მაღალი და ინტენსიური განაშენიანებით ხასიათდება, Green by Real Palace განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს - არქიტექტურას, რომელიც გარემოსთან ჰარმონიაში არსებობს და ბუნებას სივრცეს უტოვებს. სწორედ ეს ქმნის პროექტის გრძელვადიან ღირებულებას როგორც ცხოვრების სტილის, ისე საინვესტიციო თვალსაზრისით.
თანამედროვე მყიდველი სულ უფრო მეტად აფასებს ისეთ სივრცეებს, სადაც:
Green by Real Palace პასუხობს სწორედ ამ მოთხოვნებს.ის ქმნის არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ გარემოს, რომელიც ყოველდღიურობას უფრო კომფორტულსა და ხარისხიანს ხდის.
მწვანე კონცხის მზარდი პოპულარობა, დაბალი განაშენიანება და ბუნებრივი გარემო ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ ეს ლოკაცია მომავალშიც ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ საინვესტიციო მიმართულებად დარჩეს აჭარის რეგიონში.
Green by Real Palace კი ამ ლოკაციის პოტენციალს თანამედროვე, გააზრებული და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული ხედვით პასუხობს.