თუ გსურთ კონსულტაცია ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეავსეთ ფორმა ან შეუკვეთე ზარი
Blue-ის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა - პროექტი ეტაპობრივად გადადის დასრულების ფაზაში და თითოეული სამუშაო ხორციელდება დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად.
ფასადის სამუშაოების 96% უკვე შესრულებულია - შენობა პრაქტიკულად იღებს იმ იერსახეს, რომელიც პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაში იყო ჩაფიქრებული.
შენობაში სრულად დასრულებულია შიდა საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანა:
ბინების 90%-ში დასრულებულია ლესვითი სამუშაოები და მიმდინარეობს მომზადება მოჭიმული იატაკის დასხმითი სამუშაოების დასაწყებად - რაც ნიშნავს, რომ ინტერიერის საბოლოო ეტაპები უკვე აქტიურ ფაზაში შედის.
ელექტროენერგია შეყვანილია ყველა ბინაში.
დასრულებულია ორი სატვირთო ლიფტის მონტაჟი და ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ჩართვისთვის საჭირო ტექნიკური პროცედურები.
Blue არის პროექტი, რომელიც თითოეულ ეტაპზე ადასტურებს ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას და მშენებლობის პროცესის გამჭვირვალობას.
ფინალური ეტაპი უკვე ძალიან ახლოსაა.