kaka
მთავარიჩვენ შესახებპროექტებისიახლეებისერვისებიკონტაქტიარბორიგრინიბლუ

დაგვიკავშირდი:

+995 577 22 47 47

გამოგვყევი:

0  /  100
< დაბრუნება

ჩვენ შესახებ

2011

Real Palace უძრავი ქონების დეველოპერია, რომელიც ბაზარზე ღირშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს 2011 წლიდან ქმნის. 

შექმნიდან დღემდე თბილისსა და ბათუმში 12 წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. ამ დროის მანძილზე ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო არამხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი სახლის აშენება, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობის შექმნა, რომელიც ქალაქს, ქვეყანას და გარემოს უფრო მშვენიერს ხდის და არის  უმაღლესი სტანდარტის ინვესტიცია - ყოველთვის და ყველამხრივ მომგებიანი გადაწყვეტილება. 

თითოეული წარმატებული პროექტის უკან კომპანიის ფილოსოფია და ჩვენი გუნდის წევრები დგანან. მომხმარებლის ინტერესები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ პროექტის ხარისხზე, პირობების და ვადების დაცვაზე და რაც მთავარია, მომხმარებელთან ოპერატიულ კომუნიკაციაზე.  

მისია

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ მომხმარებლებს რომ მშვიდად და ინფორმირებულად შეარჩიონ და შეიძინონ მაღალი ხარისხის უძრავი ქონება, რომელიც სრულად შეესაბამება მათ მოლოდინებს და ჩვენს დაპირებებს. Real Palace უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა გარანტირებულად და დროულად მიიღონ შეძენილი ქონება, რადგან კომპანიის მიზანია, რომ თითოეული პროექტი იყოს წარმატებული ინვესტიცია, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ ემოციურ და ფიზიკურ საჭიროებებსაც დააკმაყოფილებს. 

ჩვენი ხედვაა, Real Palace-ში უძრავი ქონების შეძენა გახდეს მომგებიანი ინვესტიციისა და გამორჩეული მემკვიდრეობის სინონიმი. ვცდილობთ, ვიყოთ სიმბოლო ღირსშესანიშნავი უძრავი ქონების განვითარების და შევქმნათ პროექტები, რომლებიც გამორჩეული იქნება ხარისხითა და სტილით, იქნება არქიტექტურულად მიმზიდველი და გარემოსთან ჰარმონიულად შერწყმული.

ხედვა

ღირებულებები

კეთილსინდისიერება:

ყოველთვის ვასრულებთ პირობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებმა მიიღონ ზუსტად ის, რასაც დავპირდით.

ესთეტიკა და პრაქტიკულობა:

Real Palace-ის უძრავი ქონება არ არის უბრალოდ სივრცე; ეს არის არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც უნდა იყოს სრულყოფილი როგორც ესთეტიკურად, ისე ფუნქციონალურად.

მომხმარებლის კეთილდღეობა:

ჩვენთვის პრიორიტეტი მომხმარებლების ინტერესებია. მზად ვართ დავხარჯოთ მეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი სტანდარტების შესაბამისი კომფორტი შევქმნათ.

სრულყოფილება:

ჩვენთვის საცხოვრებელი ბინის მფლობელისთვის გადაცემა ნიშნავს ყველა დეტალის სრულყოფას. ჩვენი გუნდი მხოლოდ სრულყოფილ პროექტებს აბარებს.