Mega Palace

ამ პროექტით სამშენებლო კომპანია რეალ პალასმა დაამტკიცა,  რომ მას თავისუფლად შეუძლია უმაღლესი ხარისხისა და სირთულის პროქტებს გაუმკლავდეს. 
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი “MEGA PALACE” წარმოადგენს რეალ პალასის შვილობილ კომპანიას, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2014 წლის სექტემბერში და დასრულდა 2017 წლის იანვარში.
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით, ის მდებარეობს ბათუმის ცნობილ მოცეკვავე ფანტანებთან, ბულვარის მოპირდაპირე მხარეს.
კომპლექსი თავის თავში აერთიანებს, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო“BEST WESTERN PREMIER”-ს , კაზინოს, უმაღლესი ხარისხის რესტორანს, რომელიც გამოირჩევა უგემრიელესი მენიუთი,ფინტნეს და სპა ცენტრს და რაც მთავარია სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსში თქვენს უსაფრთხოებაზე 24 საათიან რეჟიმში ზრუნავს დაცვის სამსახური.
სასტუმროს ნაწილში განლაგებულია, როგოც სტანდარტული ასევე საპრეზიდენტო კლასის ნომრები, თუმცა მათ არაფრით არ ჩამოუვარდება საცხოვრებელ ნაწილში განთავსებული აპარტემენტები.
სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი “MEGA PALACE” წარმოადგენს ხარისხის, სტილისა და ელეგანტურობის მომაჯადოვებელ სინთეზს!

ჩვენ დაგირეკავთ

მადლობა, ჩვენ მალე დაგირეკავთ

დაგვიკავშირდით

თქვენი შეტყობინება გადმოგზავნილია, მალე გიპასუხებთ