BLACK SEA TOWERS

ბლექ სი თაუერსი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსია რომელიც ორი 40 სართულიანი კორპუსისგან შედგება და  განლაგებულია ბათუმის ცენტრში, ჟ.შარტავას 16-ში. კომპლექსი გამორჩეულია საუკეთესო ლოკაციით და აღჭურვილია  განვითერებული ინფრასტრუქტურით და გასართობი სერვისებით როგორიცაა, საცურაო აუზი, სრულყოფილი ფიტნეს / სპა ცენტრი, რესეფშენი, დაცვის მომსახურება, 24 საათიანი ვიდეომონიტორინგი, ბავშვთა გასართობი სკვერით და  საკუთარი სარეკრეაციო ზონით.


ბლექ სი თაურსი  სხვა აშენებულ ან მიმდინარე კომპლექსებთან შედარებით ამ უბანში, პირველ რიგში გამოირჩევა სამშენებლო ხარისხით. კომპლექსი ახალი რეგულაციებით შენდება, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია ენერგოეფექტური მინაპაკეტით, ცე­ცხლგამ­ძლე ბლო­კით,  ვენტილირებადი ფასადით, ხმის დამხშობი იზოლაციით, Mitsubishis ფირმის ლიფტებით 2,3 მ/წ. (ცეცხლგამძლე კაბინებით). მშენებლობა ევროსტანდარტის მქონე ტექნოლოგიით, კერძოდ ავსტრიული, Doka -ს საყალიბე სისტემით მიმდინარეობს, რაც გარანტირებულს ხდის მშენებლობის სიზუსტეს და საბოლოოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მიღებას, რაც აისახება მყიდველის მიერ სარემონტო სამუშაოების დროს დანახარჯების შემცირებით და შემდგომ კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნას.    თანამდრევოვე სტანდარტებით არჭურვილი კომპლექსი გათვლილია სეისმოლოგიურად  8 ბალზე.

კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოქმედი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. სადარბაზო იქნება მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და გრანიტის კომპოზიციით. შასასვლელი კარი რკინის ელექტრონული ჩამკეტით და ერთი უნივერსალური გასაღებით , რომელიც ასევე იქნება ცაცხლგამძლე.

 ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, რომ ახალ პროექტში ბინის ყიდვისას, მყიდველს გარანტირებული საუკეთესო ხედები ექნება, რადგან ჩვენს კომპლექსის წინ სხვა სახლების აშენების პერსპექტივა არ არსებობს და საუკეთესო ხედები მყიდველს წლების შემდეგაც შეუნარჩუნდება, რაც არ შეიძლება ითქვას ამ ქუჩაზე სხვა მიმდინარე ან დასრულებულ პროექტებზე.

ავტოპარკინგის ზონის დეფიციტი ბათუმში ცხოვრების ერთერთი ნეგატიური მხარეა, მაგრამ ჩვენს კომპლექსს გააჩნა დახურული 6 სართულიანი 400 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, რაც მყიდველს კომფორტსა და უსაფრთხოებას უქმნის. ახალ პროექტში გთავაზობთ ბინებს და სასტუმრო აპარტამენტებს მორგებულს ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისთვის.


ჩვენ დაგირეკავთ

მადლობა, ჩვენ მალე დაგირეკავთ

დაგვიკავშირდით

თქვენი შეტყობინება გადმოგზავნილია, მალე გიპასუხებთ