კომპანიის შესახებ

You are here:

«Real Palace»

კომპანია “რეალ პალასი” დაფუძნდა 2011 წელს.

მოკლე დროში კომპანიამ უდიდესი გამოცდილება დააგროვა სამშენებლო სფეროში. ჩვენ ყველა საჭირო რესურსი გაგვაჩნია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის: პროექტის განვითარებიდან სახლების ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე. ასევე ჩვენი კომპანია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების იმპორტიორია, რომელიც ახდენს დადებით გავლენას საცხოვრებლის ხარისხსა და ღირებულებაზე, რის გამოც კომპანია სამშენებლო ბაზარზე ოპტიმალური ფასების თანაფარდობით და მაღალი ხარისხის მშენებლობით გამოირჩევა. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს საუკეთესო არქიტექტორებთან. ჩვენი საქმიანობის 9 წლის მანძილზე წარმატებით განვახორციელეთ 10 მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმრო-საცხოვრებელი პროექტები /კომპლექსები ბათუმში.

ამჟამად კომპანიას გააჩნია 2 მიმდინარე პროექტი ბათუმში და 1 თბილისში.

ჩვენს პროექტებში ვცდილობთ გავაერთიანოთ ხარისხი და კომფორტი, რათა ყველამ იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, რაც განაპირობებს კეთილმოწყობილ და გამწვანებულ ეზოებს, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის 1/3 იკავებს.

ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი არ არის მხოლოდ ღირსეული და კომფორტული პირობების შექმნა საცხოვრებელში, არამედ კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება.